top_leaderboard

ირაკლი კირცხალია: ადმინისტრაციულ შენობებს წვავდნენ, პოლიციელებს ასახიჩრებდნენ და თურმე ეს დემოკრატიაა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სათანადო სიმაღლეზე დგომა კი – არა

კარგად გვახსოვს ასეთი წარწერები რამდენიმე თვის წინაც – 84 ტყვია შუბლში და ა.შ. შემდეგ გახსოვთ, ლამის დაწვეს ეს შენობა [პარლამენტი] და დაწვავდნენ, შესაბამის სტრუქტურებს რომ არ ემოქმედათ. პოლიციელებს, ჟურნალისტებს რა დამართეს, – ეს ყველაფერი ხომ ფაშიზმის გამოვლინებაა. ეს არის მათი სულიერი მდგომარეობა – სიკვდილი, დაწვა, შეურაცხყოფა, ბულინგი, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

არანაირი განცხადება არ გაკეთებულა [ამაზე]. კითხვას ვუსვამ იმ დიპლომატიურ მისიებს, იმ საერთაშორისო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის სტრუქტურებში იმ ბიუროკრატების წარმომადგენლებს, ერთი სიტყვა როგორ ვერ თქვით დასახიჩრებულ პოლიციელებზე, როგორ საუბრობთ სამართალდამრღვევზე, სისხლის სამართლის დამნაშავეებზე, პოლიციელების დამწველებზე. ესენი გამოგყავთ გმირებად. ამ დროს, სახელმწიფოს მეოთხეჯერ გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, ადმინისტრაციულ შენობებს წვავდნენ, პოლიციელებს ასახიჩრებდნენ – ეს ვითომ არაფერი. თურმე, ეს დემოკრატიაა და კანონის აღსრულება, კანონის უზენაესობა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სათანადო სიმაღლეზე დგომა, ეს თურმე დემოკრატია არ არის. სწორედ ამ ორმაგი სტანდარტებისა და უტიფრობის გამო მიიღო ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ყოველთვის, ყველგან გაიმარჯვებს“, – აცხადებს კირცხალია.

ასევე იხილეთ