ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს.
შეჯიბრების პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ყაზახეთის სახელით გამომსვლელ მიხაილ კუკუშკინს 6:3 3:6, 5:0-ს ამარცხებდა, როდესაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა. მერვედფინალში მისი მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვსა და ამერიკელ კრისტოფერ ეუბენკსს შორის გამარჯვებული იქნება.
ბასილაშვილმა ATP-ის კატეგორიის ტურნირზე ბოლოს 2023 წელს ითამაშა. უშუალოდ მონპელიეში კი მან უკანასკნელად ასევე 2023 წელს, თებერვალში გაიმარჯვა.
პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მიმდინარე მსოფლიო რეიტინგში ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი 155-ე ადგილზე გადავიდა.