ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გააფართოონ მიგრანტთა დაკავების ცენტრი გუანტანამოში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გააფართოონ მიგრანტთა დაკავების ცენტრი აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, გუანტანამოს ყურეში.
ბრძანება ოფიციალურ პირებს ავალებს, დაწესებულება სრულ მზადყოფნაში მოიყვანონ და უზრუნველყონ დამატებითი სივრცე აშშ-ში უკანონოდ მყოფი მძიმე დანაშაულის ჩამდენი უცხოელების დაკავებისთვის და გადაჭრან თანმდევი იმიგრაციის აღსრულების საჭიროებები, რაც გამოვლენილია თავდაცვის დეპარტამენტისა და შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ.
ტრამპის ბრძანებით, დაკავების ცენტრში, სულ მცირე, 30 000 დაკავებული მიგრანტის დატევა უნდა შეძლონ. როგორც ცნობილია, მემორანდუმის მიზანია, შეაჩეროს საზღვარზე უკანონოდ ხალხის შესვლა და ეროვნული სუვერენიტეტის აღსადგენად.
გუანტანამოს ყურე კუბის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამერიკული სამხედრო ბაზა აქ 1898 წლის შემდეგ არსებობს, ხოლო, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იქ გუანტანამოს ციხე გაიხსნა, სადაც დაახლოებით 800 ადამიანი იყო განთავსებული, უმეტესად ტერორიზმის ბრალდებით.