ვაშინგტონთან, სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას აშშ-ის არმიის ვერტმფრენს შეეჯახა – არიან დაღუპულები
ვაშინგტონთან, სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის ვერტმფრენს Black Hawk დაეჯახა. როგორც CNN წერს, შემთხვევა რეიგანის აეროპორტის სიახლოვეს იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. თვითმფრინავის ნაწილები წყალში ჩაიყარა.
Reuters-ის ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი.
საუბარია American Airlines-ის თვითმფრინავზე, რომლის ბორტზეც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი კანზასიდან ასრულებდა რეისს.
CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა და მის ბორტზე 3 ჯარისკაცი იყო.