top_leaderboard

პუტინი: ბორის ჯონსონმა ბაიდენის ადმინისტრაციის წაქეზებით უკრაინა კონფლიქტის გაგრძელებაში დაარწმუნა

კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის 1-ელი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აშშ-ის ექსპრეზიდენტ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წაქეზებით უკრაინა კონფლიქტის გაგრძელებაში დაარწმუნა.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებმა დაარწმუნეს უკრაინა რომ რუსეთთან კონფლიქტი გაეგრძელებინა.

„როგორც იცით, ბატონმა ბორის ჯონსონმა, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წაქეზებით უკრაინა კონფლიქტის გაგრძელებაში დაარწმუნა. მათ { დასავლეთი} დაარწმუნეს უკრაინა და ახლა ამას აღარავინ მალავს, თავად ოფიციალური პირებიც კი“, – აღნიშნა პუტინმა. 

პუტინმა დასძინა, რომ „ლონდონი ამ ინფორმაციას არ მალავს და ღიად საუბრობს თავის ქმედებებზე“.

 

ასევე იხილეთ