top_leaderboard

სირიის პრეზიდენტად აჰმედ აშ-შარაა გამოაცხადეს

სირიის დაჯგუფების, „ჰაიათ თახრირ-აშ-შამის“ ლიდერი აჰმედ აშ-შარაა სირიის პრეზიდენტად გამოაცხადეს. ის ქვეყნის ლიდერი გარდამავალ ეტაპზე იქნება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აშ-შარაას თქმით, გარდამავალი პერიოდის შემდეგ სირიაში არჩევნები ჩატარდება და მუდმივი მთავრობა ჩამოყალიბდება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გარდამავალი პერიოდი, აშ-შარაას არ დაუკონკრეტებია. სირიის ახალი ლიდერი დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე იმოქმედებს.

„ჰაიათ თახრირ აშ-შამმა“ სირიაში ძალაუფლება 7 დეკემბერს ჩაიგდო ხელში. ქვეყნის წინა ლიდერმა, ბაშარ ასადმა სირია დატოვა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო.

ასევე იხილეთ