top_leaderboard

ზუგდიდში პარლამენტის წევრის დავით კოდუას ბიურო გაიხსნა

საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის დელეგატის დავით კოდუას ბიურო  გაიხსნა. ბიურო ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირი #45-ში იფუნქციონირებს. პარლამენტის წევრი ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს:

„დღეიდან ზუგდიდში (გამსახურდიას გამზირი 45) დელეგატის ბიურო მუშაობას იწყებს. ჩვენი გუნდი მზად არის, გემსახუროთ 24 საათის განმავლობაში. მე ვარ თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში.

შეხვედრებს გავმართავთ როგორც აქ, ზუგდიდის ბიუროში, ასევე საჭიროების შემთხვევაში გელოდებით თბილისში, საქართველოს პარლამენტში.

ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენი ინტერესების გამტანად – ზუგდიდის სადარაჯოზე!

ჩვენ ერთად შევძლებთ, ზუგდიდი გავხადოთ ბევრად უკეთესი, მისი თითოეული მკვიდრისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის!

შეხვედრებთან დაკავშირებით დარეკეთ ან მოგვწერეთ: 593 847 575; dkodua@parliament.ge“, – წერს დავით კოდუა.

ასევე იხილეთ