top_leaderboard

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება „შევარდენის“ ბაზაზე დაიწყო

საქართველოს ნაკრები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

რიჩარდ კოკერილის მიერ დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებებია. შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა „ბრივის“ ცენტრი გიორგი შველიძე, მის ნაცვლად მწვრთნელმა გუნდში „შავი ლომის“ ფულბეკ ლუკა ცირეკიძეს უხმო. გუნდს „შავი ლომიდან“ მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი დაემატა, ხოლო ტრავმის გამო შეკრება მგეზავმა თედო აბჟანდაძემ დატოვა.

„ბორჯღალოსნები“ წლის პირველ თამაშს შვეიცარიის ნაკრებთან პირველ თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, 16:00 საათზე გამართავენ. 8 თებერვალს 15:00 საათზე, ასევე „ავჭალაზე” ნიდერლანდებს უმასპინძლებენ, ჯგუფურ ეტაპის ბოლო მატჩში კი 16 თებერვალს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ნახევარფინალში გავლენ და, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურსაც მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტჯერ (16) აქვს მოგებული (ბოლო შვიდჯერ ზედიზედ, 2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი ხუთჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.

საქართველო შვეიცარიას ერთადერთხელ, 31 წლის წინ ეთამაშა და მაშინ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:21 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის:

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე („მონპელიე“), ლუკა გოგინავა („მონ დე მარსანი“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“); ვანო კარკაძე („მონპელიე“), ლუკა პეტრიაშვილი („სტად ფრანსე“), ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“); ირაკლი აფციაური („ლიონი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), ბაჩუკი ჭუმბაძე („შავი ლომი“);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), თემურ წულუკიძე („ოიონა“), დავით ლაგვილავა („გრენობლი“), გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), ბექა შვანგირაძე („ლიონი“);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), მიხეილ ალანია („ორიაკი“); ლუკა მატკავა („შავი ლომი“);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი ხაინდრავა („ბორდო“);

ფრთა: სანდრო თოდუა („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ამირან შვანგირაძე („შავი ლომი“);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი („ლიონი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი):

I ტური,

31 იანვარი | რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი | საქართველო – შვეიცარია, პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი | ესპანეთი – ნიდერლანდები

II ტური

8 თებერვალი | საქართველო – ნიდერლანდები, ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი | შვეიცარია – ესპანეთი, პორტუგალია – გერმანია

III ტური

15 თებერვალი | ნიდერლანდები – შვეიცარია, რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი | ესპანეთი – საქართველო, გერმანია – ბელგია

1-2 მარტი | ნახევარფინალები

15-16 მარტი | ფინალები

ასევე იხილეთ