ყოფილ ამერიკელ სენატორს, ბობ მენენდესს კორუფციის ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ყოფილ ამერიკელ სენატორს, ბობ მენენდესს კორუფციის ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„თქვენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის მწვერვალზე იდექით, სადღაც გზის გასწვრივ თქვენ თქვენი გზა დაკარგეთ“, – მიმართა მოსამართლემ მენდესს.
როგორც ამერიკული მედია წერდა, 2024 წელს მენენდესი ნაფიცმა მსაჯულებმა 16-ვე საქმეზე, დამნაშავედ ცნეს. მენდესის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები 3 დღე 13 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
გამოძიების მიხედვით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა.
გამომძიებლებმა მის სახლში ოქროს ზოდებს, ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს და ძვირად ღირებულ ნივთებს მიაგნეს.
2023 წლის 23 სექტემბერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სენატორ ბობ მენენდესს ბრალი წაუყენა კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) „დემოკრატი“ სენატორის სახლის ჩხრეკისას 100 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 480 000 დოლარი გადამალული ნაღდი ფული აღმოაჩინა.