top_leaderboard

უკრაინის ელჩს სლოვაკეთში საპროტესტო ნოტა გადაეცა

უკრაინის ელჩი სლოვაკეთში მიროსლავ კასტრანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას საპროტესტო ნოტა გადაეცა. ამის შესახებ Deutche Wele იუწყება.

საპროტესტო ნოტის მიზეზი უკრაინული მხარის განცხადებები გახდა, რაც „სლოვაკეთის შიდა საქმეებში ჩარევად “ შეფასდა. წინა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გააკრიტიკა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ფიცო „ირჩევს მოსკოვს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის საზიანოდ“.

კიევსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ თავისი ტერიტორიით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი შეაჩერა. რობერტ ფიცოს წინააღმდეგ იანვრის ბოლოს საპროტესტო აქციები გაიმართა. ფიცომ მათ ორგანიზებაში კიევი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მომიტინგეთა სულ მცირე ერთი მესამედი მომიტინგე უკრაინელია,

ასევე იხილეთ