CBS News: ამერიკელმა მაშველებმა მდინარიდან თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ამერიკელმა მაშველებმა ვაშინგტონში მდინარე პოტომაკიდან, სადაც ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შემდეგ ჩავარდა, 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, მაშველებს ჯერ არცერთი გადარჩენილი ადამიანი არ უპოვიათ. სამაშველო ღონისძიება გრძელდება.
„ძალიან რთული ოპერაციაა. მაშველებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ცივა. ისინი შედარებით ქარიან ამინდში მუშაობენ“, – ციტირებს არხი კოლუმბიის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსს ჯონ დონელის.
ცნობისთვის, ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.