top_leaderboard

ფუტკრები იმაზე დიდ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ

მეცნიერებმა ფუტკრებზე ახალი კვლევა ჩაატარეს. მათ ზურგზე პატარა QR-კოდები მიუმაგრეს, რომლებიც ფრჩხილზე პატარა ზომისაა. ამის შემდეგ მეცნიერები ფუტკრების გადაადგილებას აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ფუტკრები იმაზე დიდ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ HardwareX-შია გამოქვეყნებული.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფუტკრები სკის გარეთ რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე დროს ატარებენ საკვების მოპოვებისთვის.

ძველი მონაცემებით, ფუტკრები 28 დღე ცოცხლობენ, თუმცა კვლევამ მეცნიერებს სხვა მონაცემები მოუტანა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ფუტკრები საკვებს ექვსი კვირის გამავლობაში ეძებენ. ისინი საკვების მოპოვებას იწყებენ ორი კვირის ასაკიდან, ამიტომ ისინი ბევრად დიდ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჩვენ აქამდე გვეგონა“, – განაცხადა დარგის მეცნიერმა და სტატიის თანაავტორმა რობინ ანდერვუდმა.

მეცნიერებმა კვლევისთვის 32 ათასი ფუტკარი გამოიყენეს.

ასევე იხილეთ