რუსეთმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა. დაღუპულია ოთხი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონით უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაღუპულია 4 ადამიანი. არიან დაშავებულები, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტის დრონმა ხუთი ბინა დააზიანა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაბომბვას საშინელი ტრაგედია და საშინელი რუსული დანაშაული უწოდა.
გარდა ამისა, რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია ხარკოვის ოლქსაც, სადაც ასევე დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.