top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩისა და საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებებზე:ეს არის აბსურდის თეატრი, რომელშიც, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩიც ჩართულია

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა გერმანიის ელჩისა და საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებები. გერმანიის საგარეო უწყების პრეს-სპიკერს, სებასტიან ფიშერს პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განმარტება მოსთხოვა 15 იანვარს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაზე.

უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თუ გერმანიის ელჩი დღემდე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, ეს არის სრული აბსურდი.

“ეს არის სრული აბსურდი, აბსურდის თეატრი, რაშიც სამწუხაროდ გერმანიის ელჩიც ჩართულია. თუ იგი დღემდე ფიქრობს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, არ ვიცი ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო. იგივე წარმატებით შეუძლია მას, რომ ვანო მერაბიშვილი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ითამაშონ ეს სახლობანა. ბატონი ხაზარაძე იქ ალტერნატიულ პარლამენტზე საუბრობდა და რაღაც დოკუმენტაციას ქმნიან, რომ ახალი არჩევნები ჩავატაროთო. გააგრძელონ ამ პარალელურ სამყაროში ცხოვრება, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, დიპლომატიური კორპუსიდან დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, რომ მალე დაბრუნდნენ რეალობაში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საუბარია გერმანიის ელჩის მიერ სალომე ზურაბიშვილის კვლავ მოქმედ პრეზიდენტად მოხსენიებაზე. ️ჟურნალისტის მოსაზრებით, BSW-სთვის საგარეო უწყების მიერ წერილობით გაცემული პასუხი შეუსაბამობაშია გერმანიის ელჩის ნარატივთან.

ჟურნალისტის თანახმად, გარდა ამისა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც, 22 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ხოლო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ნოემბერშია ჩატარებული, რითაც სრულად იგნორირებულია გასული წლის 14 დეკემბრის არჩევნები.

ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან ითხოვა განმარტება, თუ რა კონსტიტუციური ან საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლით მიიჩნევს გერმანიის მთავრობა ყოფილ პრეზიდენტს მოქმედად.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ამ შეკითხვისთვის აშკარად მზად არ აღმოჩნდა და ჟურნალისტს განუმარტა, რომ მის უწყებას ამ კითხვაზე პასუხის დამატებით მიწოდება მოუწევს.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა პრეს-სპიკერს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი ცნობით, გერმანიაში წარმოდგენილმა უკიდურესად მემარცხენე პარტია BSW-მ (Bündnis Sahra Wagenknecht) ცოტა ხნის წინ გამოითხოვა ოფიციალური პოზიცია, თუ ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, რაზედაც საგარეო უწყებამ 2025 წლის 16 იანვარს მას შემდეგი პასუხი გასცა: “2024 წლის 29 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში შევიდა 2024 წლის 14 დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგად არჩეული კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენელია”.

ასევე იხილეთ