top_leaderboard

ბოლო ცნობებით, მდინარიდან 30-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ

ვაშინგტონის სიახლოვეს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ადამიანის ცხედარია ამოყვანილი. ამის შესახებ ცნობას NBC-ის ვაშინგტონის ბიურო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე უწყების სამაშველო ოპერაცია რთული პირობების მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, American Airlines-ის თვითმფრინავი რეიგანის აეროპორტში დასაშვებად ემზადებოდა, როდესაც ამერიკის არმიის ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მწვრთნელები, ათლეტები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქალაქ უიჩიტოში ჩატარებული სპორტული შეჯიბრებიდან ბრუნდებოდნენ.

რუსული მედია: აშშ-ში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონები – ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ

თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, ხოლო ვერტმფრენში, რომელიც სასწავლო ფრენას ახორიცელებდა, 3 სამხედრო იჯდა.

ასევე იხილეთ