„ჰამასმა“ 7 მძევალი გაათავისუფლა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ ისრაელის ორი მოქალაქე, 29 წლის არბელ იეჰუდი და 80 წლის გადი მოზესი, ასევე, ტაილანდის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა.
ისრაელის სპეცრაზმმა 7 მძევალი ღაზას სექტორიდან გაიყვანა, მას შემდეგ, რაც მათ ისინი წითელმა ჯვარმა გადასცა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მძევლები საზღვართან ახლოს მდებარე დაწესებულებაში პირველადი შემოწმებისთვის მიიყვანეს.
ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ ისრაელი დღეს 110 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.