რუსებმა იერიში კრამატორსკიზე მიიტანეს
რუსმა ოკუპანტების მიერ 30 იანვარს კრამატორსკზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
უკრაინული მხარის თქმით, მტრის სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა.
არსებული ცნობით, დაშავებულებს შორის 7 და 8 წლის ბავშვებიც არიან.
ამასთან, დაინგრა და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი.