top_leaderboard

რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს პირველ თებერვალს 16:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე შვეიცარიასთნ გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა, როჩარდ კოკერილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.

კოკერილის რჩეულთა შორის ოთხი დებიუტანტია, რომელთაგან სამი, ირაკლი ქვათაძე, შალვა აფციაური და დაჩი პაპუნაშვილი, მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, ხოლო გიორგი ხაინდრავა თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე იწყებენ, მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი ბექა შვანგირაძეს, ბექა საღინაძეს და ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.

ღერძზე სასტარტო შემადგენლობაში გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა დადგებიან, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ხოლო მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება.

შვეიცარიასთან „ბორჯღალოსნებს“ ბექა საღინაძე უკაპიტნებს, რომელიც კაპიტნის სამკლავურით მესამე შეხვედრას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა – ავსტრალიის საგზურს ევროპიდან ოთხი მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

ასევე იხილეთ