რუსულმა არმიამ უკრაინის დონეცკის ოლქში 6 დასახლებაში წინ წაიწია
უკრაინული პორტალის Deep State-ის ცნობით, რუსულმა არმიამ უკრაინის დონეცკის ოლქში 6 დასახლებაში წინ წაიწია.
მძიმე ბრძოლაა ჩასოვ იარის მახლობლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუს სამხედროებს წინსვლა აქვთ ლუგანსკის ოლქშიც, თუმცა უკრაინის გენშტაბი ცნობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ოკუპანტის შეტევა ამ მიმართულებით წარმატებით მოიგერია.
პარალელურად, რუსეთის არმიამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.