top_leaderboard

ოთარ ანგურიძე 6 მილიარდიან ინვესტიციაზე:რამდენიმე სახის ეფექტი ექნება ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ეკონომიკაზე

როდესაც განაცხადს აკეთებს ასეთი ავტორიტეტული კომპანია, შემოდის კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ სხვა კომპანიებისთვისაც ერთგვარი სიგნალია, რაღაც კარგი ხდება იმ ქვეყანაში, – განუცხადა „ქრონიკას“ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, ოთარ ანგურიძემ.

მისვე თქმით, Emaar ჯგუფი გამოირჩევა ძალიან მსხვილი ინვესტიციებით, განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში.

„სადაც არიან წარმოდგენილები, ყველგან არიან, ყოველთვის პრემიუმ კლასით წარმოდგენილები და არა, ვთქვათ, დაბალ სეგმენტზე გათვლილი კომპანიები. მისი ავტორიტეტი თვითონ არაბულ სამყაროში განაპირობებს იმას, რომ ასეთი ტიპის ინვესტიციას ყოველთვის აქვს სხვა ეფექტიც. ვგულისხმობ იმას, რომ აქვს ძალიან მაღალი მიმბაძველობაც და მიზიდულობაც. როდესაც აკეთებს განაცხადს ასეთი ავტორიტეტული კომპანია, შემოდის კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ სხვა კომპანიებისთვისაც ერთგვარი სიგნალია, რაღაც კარგი ხდება იმ ქვეყანაში და მოდი, თქვენც ხომ არ წახვალთ. ამიტომ, მას რამდენიმე სახის ეფექტი ექნება ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ეკონომიკაზე“, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

ასევე იხილეთ