top_leaderboard

მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ჰყავთ მფარველები, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან ხელისუფლებაში მათი მოყვანით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მფარველები ჰყავთ.

„ქართული ოპოზიციის რეიტინგი როგორი არის საქართველოში, ეს ყველამ კარგად იცის. მით უმეტეს, ევროპულ და საერთაშორისო არენაზე არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ ჰყავთ მფარველები – „დიფ სთეითი“, რომელიც ძალიან დაინტერესებული არის ხელისუფლებაში მათი მოყვანით. 3 წელია ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებთ.

პირდაპირ ევროპიდან ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს. გამოაგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ანტისამთავრობო აქციებზე იდგნენ. ამით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი კი არ შეურაცხყვეს მხოლოდ, არამედ, გაეროს წესდებაც დაარღვიეს. დელეგაციებს აგზავნიდნენ, მაიდანიზაციას ითხოვდნენ და.ა.შ. შესაბამისად, ეს ძალები არიან იმის განმსაზღვრელები, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება, სამწუხაროდ, დღეს კონკრეტულად ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში“, – აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

ასევე იხილეთ