top_leaderboard

ჰიუსტონის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის აეროპორტში ავიაკომპანია United Airlines-ის თვითმფრინავიდან მგზავრების და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია მოხდა. თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ fox10 იუწყება.

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ცნობით, ეკიპაჟმა აფრენა შეწყვიტა, რადგანაც თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა.  Airbus A319 ჰიუსტონიდან ნიუ-იორკში უნდა გაფრენილიყო.

მგზავრების ევაკუაცია ავარიული გასასვლელებიდან მოხდა. ხანძარი მეხანძრეებმა ჩააქრეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე იხილეთ