top_leaderboard

გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიაზე: 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებულად სადიზმში გამორჩეული ადამიანები დააკავეს და გაასამართლეს, მაგრამ დღევანდელი ვითარება გვიჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის

„2012 წლის შემდეგ განსაკუთრებულად სადიზმში გამორჩეული ადამიანები დააკავეს და გაასამართლეს, მაგრამ დღევანდელი ვითარება გვიჩვენებს, რომ ეს არ არის საკმარისი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხალხის ინტერესი ქვეყნის დანგრევა და ჩამოშლაა.

„2012 წლის შემდეგ განსაკუთრებულად სადიზმში გამორჩეული ადამიანები დააკავეს და გაასამართლეს, მაგრამ დღევანდელი ვითარება გვიჩვენებს, რომ ეს არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა შეფასდეს ხასიათი, შინაარსი, კონსტიტუცია იმ ადამიანების ჯგუფის, რომლებიც ინტენსიურად მოქმედებენ საქართველოს და არა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. დანგრევა, ჩამოშლა და ამ პროცესის მუდმივ რეჟიმში შენარჩუნება არის ამ ხალხის ინტერესი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ