top_leaderboard

საბერძნეთის სანაპიროსთან 48 საათში 11 ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში ბოლო 48 საათის განმავლობაში 11 მიწისძვრა მოხდა, რომელთა მაგნიტუდა 4-4,8-ს შეადგენდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

მეცნიერები კიკლანდის კუნძულებსა და კუნძულ სანტორინის მახლობლად მიწისძვრათა სერიას ანომალიურ სეისმურ აქტივობას უწოდებენ. სანტორინიში მიწისძვრების გამო დროებით სკოლები დაიხურა.

მიწისქვეშა ბიძგები თურქეთშიც იგრძნობოდა.

ასევე იხილეთ