top_leaderboard

ილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა.

მისი თქმით, მან ტრამპთან დეტალურად განიხილა USAID-ის საკითხები და რამდენჯერმე ჰკითხა – სურდა თუ არა მას სააგენტოს დახურვა, რაზეც მასკის თქმით, ტრამპმა თანხმობა განაცხადა.

მასკის განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) წარმომადგენლები ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინაში იმყოფებოდნენ.

ორშაბათს დილით ცნობილი გახდა, რომ USAID-ის უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, უარი განაცხადეს შიდა სისტემაზე წვდომის მიღებაზე.

მანამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ USAID „რადიკალი შეშლილების გროვა მართავს“. მისივე თქმით აპირებდნენ მათ გაშვებას და სააგენტოს მომავლის შესახებ შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.

ასევე იხილეთ