მოსკოვის საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
მოსკოვში, საავიაციო ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ხელყუმბარა. სულ მცირე 5 ადამიანია დაშავებული.
ტელეგრამ-არხები Baza და Mash ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.