top_leaderboard

ევრობასკეტი 2025

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო თამაშს დანიის წინააღმდეგ 21 თებერვალს „თბილისი არენაზე“ გამართავს. შეხვედრა 20:50 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 3 თებერვლიდან http://tkt.ge-ზე დაიწყო.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე.

მეორე იარუსი: 25, 40, 60-ლარიანი ბილეთები.

პირველი იარუსი: 75 და 110-ლარიანი ბილეთები.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენის“ კარი 19:00 საათიდან გაიხსნება.

ასევე იხილეთ