top_leaderboard

მედიის ცნობით, სირიის ქალაქ მანბიჯში ტერაქტს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი

ALEPPO, SYRIA - NOVEMBER 16: A view of the scene after the attacks came from two bomb-laden vehicles in al-Bab district in Syria on November 16, 2019. At least 10 civilians were killed and another 30 wounded in bomb attacks on Saturday in northern Syria, an Anadolu Agency correspondent reported. (Photo by Bekir Kasim/Anadolu Agency via Getty Images)

სირიის ქალაქ მანბიჯში ტერაქტს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი.

გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი მთავარ გზაზე აფეთქდა. დაღუპულთაგან 14 ქალია, დაშავებულთა შორისაც სულ მცირე 15 ქალია. ისინი დანაღმული მანქანის გვერდით მიმავალი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია. ეს გასული სამი დღის განმავლობაში, უკვე მეორე ტერაქტია მანბიჯში. შაბათს მომხდარ ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ცხრა დაშავდა.

ასევე იხილეთ