ვლადიმერ ბოჟაძე: ის პროექტები, რომლებიც ფინანსდებოდა იყო პირველ რიგში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. გაუმჭვირვალობას ასევე მოჰყვება ხოლმე კორუფცია და სხვა გაუგებრობები
ის პროექტები, რომლებიც ფინანსდებოდა იყო ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, პირველ რიგში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. გაუმჭვირვალობას ასევე მოჰყვება ხოლმე კორუფცია და სხვა გაუგებრობები, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ USAID-ზე საუბრისას.
„საქართველოს კადრები არ მოხვდა შემთხვევით და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დგება დღის წესრიგში ახალი პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს პრეზიდენტი ტრამპი“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა.