top_leaderboard

სირიაში ბომბის აფეთქებას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

სიირიის ჩრდილოეთ ნაწილში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.

„ქალაქ მანბიჯის გარეუბანში, მანქანა, რომელშიც ბომბი იყო, აფეთქდა სხვა სატრანსპორტო საშუალებების გვერდით, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები გადაჰყავდა. შედეგად, დაიღუპა 14 ქალი და ერთი კაცი. კიდევ 15 ქალი დაშავდა, მათ შორის, არიან კრიტიკულ მდგომარეობაში“, – ნათქვამია სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხოლო ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის The Syrian Observatory for Human Rights მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 18 ქალი და ერთი მამაკაცი.

როგორც ABC News აღნიშნავს, ალეპოს პროვინციაში სირიის „ნაციონალური არმიასა“ და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებები გრძელდება იმის მიუხედავად, რომ დეკემბერში, ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დატოვა.

ასევე იხილეთ