top_leaderboard

სირიის პრეზიდენტი 4 თებერვალს თურქეთში ჩადის

სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ აშ-შარაა 4 თებერვალს თურქეთის დედაქალაქში ჩავა. ის თურქეთში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიწვია. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

პირველი საგარეო ვიზიტით აშ-შარაა 2 თებერვალს საუდის არაბეთს ეწვია. ის ერ-რიადში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდის შეხვდა. აშ-შარაამ და ალ საუდიმ სირიაში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

საუდელი პრინცის ცნობით, საუდის არაბეთი სირიელი ხალხის ნებას, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

რამდენიმე დღის წინ აჰმედ აშ-შარაა სირიის პრეზიდენტად გამოაცხადეს. ის ქვეყნის მმართველი არჩევნებამდე დარჩება. ჯერჯერობით მათი თარიღი არ დასახელებულა.

ასევე იხილეთ