Reuters: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები ან საუდის არაბეთი განიხილება
უსული მხარე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპის შეხვედრის სავარაუდო ადგილად საუდის არაბეთს ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ორ რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსი მაღალჩინოსნები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობდნენ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთში ამ იდეას ჯერ ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან ზოგი დიპლომატი და დაზვერვის თანამშრომელი მიუთითებს იმაზე, რომ ორივე ქვეყნის სამხედროებსა და ძალოვნებს აშშ-თან მჭიდრო კავშირები აქვთ.
საუდის არაბეთისა და გაერთიანებული არაბთა საამიროებს ოფიციალური პასუხი აღნიშნულ საკითხზე არ დაუფიქსირებიათ. კომენტარებისგან თავი შეიკავეს კრემლშიც. თუმცა, როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპსაც და პუტინსაც მეგობრული ურთიერთობები აქვთ ორივე ქვეყნის მმართველებთან.