top_leaderboard

პანამა არხის თაობაზე ჩინეთთან ერთობლივი პროექტიდან გადის

პანამა 2017 წელს ჩინეთთან გაფორმებული მემორანდუმს აღარ გააგრძელებს. ეს დოკუმენტი პროექტის, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში პანამასა და ჩინეთს შორის პანამის არხის გამოყენების საკითხზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ მულინომ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენი მთავრობა ჩინეთთან 2017 წელს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აღარ გააგრძელებს. პროექტი დროზე ადრე დასრულდება“, – განაცხადა მულინომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან მოლაპარაკების შემდეგ.

პანამის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მარკო რუბიომ მას დონალდ ტრამპის პოზიცია გადასცა, რომ  რეგიონში ჩინეთის არსებობა არღვევს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით აშშ-მა 1999 წელს პანამას არხზე კონტროლი გადასცა. ვაშინგტონმა და პანამამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას არხის „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ შესახებ, ხოლო ჩინეთსა და პანამას შორის ბოლო დროს არსებული თანამშრომლობა ამ პრინციპს არღვევს.

მულინომ ასევე განაცხადა, რომ არხი მომავალშიც პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება და მისი სტატუსი არ შეიცვლება, ხოლო აშშ და პანამა ტექნიკურ ჯგუფს შექმნიან, რათა პორტებში არსებული სიტუაცია დეტალურად შეისწავლონ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანამის არხს აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რომ არხზე კონტროლი ისევ შეერთებულ შტატებს უნდა დაუბრუნდეს.

1999 წლამდე პანამის არხს, რომელიც 1920 წელს აშენდა, აშშ, რომელმაც არხი ააშენა და პანამა, სადაც არხი მდებარეობს, ერთობლივად აკონტროლებდნენ. 1999 წლიდან არხზე კონტროლი პანამას სრულად გადაეცა

ასევე იხილეთ