top_leaderboard

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დადგენილების პროექტი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ აისახება პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით დასკვნები არსებობს და უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილება პირდაპირ.

კომისია „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. ექვს თვეში მომზადდება სამართლებრივი შეფასება.

ასევე იხილეთ