top_leaderboard

კელოგი: ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოზიციას შეარბილებს, პუტინსაც იგივე მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კით კელოგმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობაზე წასვლა, თუ ომის გადაწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას იმედოვნებენ.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიანიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით თავის პოზიციას შეარბილებს. [რუსეთის ლიდერ ვლადიმერ] პუტინსაც მოუწევს თავისი პოზიციის შერბილება. დროთა განმავლობაში და, ალბათ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველასთან გვექნება დისკუსიები. ეს კარგია ორივე მხარისთვის“, – განაცხადა კელოგმა Fox News-თან სატელევიზიო ინტერვიუში, ციტირებს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო.

კელოგის თქმით, ვაშინგტონს სურს, უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, შესაძლოა, ამ წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება მიღწეული.

ზელენსკის თანაშემწემ დმიტრი ლიტვინმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს ჯერ არ „უნახავს კელოგის სრული ინტერვიუ, მხოლოდ რამდენიმე ციტატა არჩევნების შესახებ, ამიტომ მისი პოზიციის სრულად შეფასება რთულია“.

ასევე იხილეთ