top_leaderboard

გიორგი დეკანოსიძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი დეკანოსიძე, რომელიც 10 წელზე მეტია აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, ევროპის ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და გიორგი ადამიასა და ზაურ სვანაძესთან ერთად მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტის პოზიციას დაიკავებს.

გიორგი დეკანოსიძე: „მიხარია, რომ იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მინდა, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს, გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები“.

გიორგი დეკანოსიძის სამწვრთნელო კარიერა:

2011-12 | „დინამო თბილისი“ U10 – მთავარი მწვრთნელი;

2011-12 | „დინამო თბილისი“ U17 – მწვრთნელის ასისტენტი;

2012-13 | „ოლიმპი“ (რუსთავი) – მწვრთნელის ასისტენტი;

2013-14 | „იბერია 1999“ U19 – მთავარი მწვრთნელი;

2013-14 | „იბერია 1999“-ის საფეხბურთო აკადემიის დირექტორის თანაშემწე;

2015-17 | „იბერია 1999“-ის საფეხბურთო აკადემიის დირექტორი;

2017 | „დილა“ (გორი) – მწვრთნელის ასისტენტი;

2017-18 | „თელავი“ – მთავარი მწვრთნელი;

2019 | „დილა“ (გორი) – მთავარი მწვრთნელი;

2020 | „დინამო თბილისი“ – მწვრთნელის ასისტენტი;

2020-21 | „ლოკომოტივი (თბილისი) – მწვრთნელის ასისტენტი;

2022-23 | „დინამო თბილისი“ – მწვრთნელის ასისტენტი.

ასევე იხილეთ