top_leaderboard

ორბანი აცხადებს, რომ რუსეთი უნგრეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთი მისი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ მან Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

ორბანის თქმით, რუსეთი უნგრეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუნდაც კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის 2021 წლის მოთხოვნების კონტექსტში, ნატოს 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნების შესახებ.

„მე მას [პუტინს] პირდაპირ ვკითხე, ჰქონდა თუ არა პრობლემა უნგრეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ არა. იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ არის განთავსებული არც ერთი იარაღი, რომელსაც რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს. მას აწუხებს შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური იარაღი. საკმაოდ რთული წარმოსადგენია, რომ უნგრელები მოსკოვში შეიჭრებიან“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის აგრესორად მიჩნევა ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, ხოლო რაც შეეხება მის პირად პოზიციას – „ისტორია განსჯის“.

„ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია. მე მისი ერთგული ვრჩები“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, პირადად განსხვავებულად უყურებს თუ არა ამ საკითხს, ორბანმა აღნიშნა: შეფასება ისტორიკოსებს მივანდოთ. მე პოლიტიკოსი ვარ და გვაქვს ევროკავშირის გადაწყვეტილება. ეს მავალდებულებს, ვისაუბრო „რუსულ აგრესიაზე“. 

ასევე იხილეთ