მარიამ ლაშხი: „დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო – საქართველოს სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე
„დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი X-ზე წერს.
მისი განცხადებით, საქართველოში ამერიკის საელჩოს განმარტების მიუხედავად, ფაქტები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ “დიფ სთეითი” კვლავ აგრძელებს საქმიანობას. ლაშხის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ.
„მიუხედავად აშშ-ის საელჩოს განმარტებებისა, ფაქტები თავისთავად მეტყველებს: “დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო. პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს, დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე” – წერს მარიამ ლაშხი.