top_leaderboard

ოლაფ შოლცი: ევროპა საკმარისად ძლიერია, რათა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებებში საკუთარი ინტერესები დაიცვას

ევროპა საკმარისად ძლიერია, რათა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებებში საკუთარი ინტერესები დაიცვას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

ევროკავშირი ძლიერია. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი საკუთარი ინტერესები დავიცვათ“, – აღნიშნა შოლცმა.

შოლცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებაზეც, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაგრძელდება.

„ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ეგოცენტრული. უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება ომის შემდეგ“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე შეაქო მექსიკის პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-თან მიაღწია შეთანხმებას მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერებასთან დაკავშირებით.

მექსიკის პრეზიდენტი ჭკვიანი პოლიტიკოსია“, – განაცხადა შოლცმა.

ასევე იხილეთ