Raiffeisen Bank იმ ფორმებთან თანამშრომლობით მოგებას ნახულობს, რომლებიც რუსულ ჯარს პროდუქციას აწვდიან
Raiffeisen Bank International მოგებას ნახულობს იმ კომპანიებთან თანამშრომლობით, რომლებიც რუსულ ჯარს პროდუქციას აწვდიან. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.
კერძოდ, 2023 წელს ბანკის რუსულმა წარმომადგენლობამ ქიმიური კომპანიისგან, „იუნიქიმისგან“ 620 000 აშშ დოლარი მიიღო. ეს კომპანია გარკვეულ კომპონენტებს აწვდიდა ფირმა „რავენსტვოს“, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „რავენსტვო“ სარაკეტო და რადიოსალოკაციო სისტემების შექმნაში მონაწილეობს და ის კონცერნ „გრანიტ-ელექტრონთან“ არის დაკავშირებული.
ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ბანკს სხვა კლიენტებიც ჰყავს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სფეროზე მუშაობენ.
„იუნიხიმმა“ Raiffeisen Bank-ის მეშვეობით 6,1 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა. კონკრეტულად სად მოხდა ამ თანხების გადარიცხვა, ჯერჯერობით უცნობია.