top_leaderboard

მატის ტელი „ტიტენჰემში“ გადავიდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ბაიერნის“ ფორვარდის მატის ტელის იჯარის შესახებ, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. „ტოტენჰემს“ ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება 60 მილიონ ევროდ.

ტელი ახალ კლუბში მე-11 ნომრით ითამაშებს.

ამ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 14 მატჩში ითამაშა და ერთი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.

ასევე იხილეთ