top_leaderboard

“მანჩესტერ სიტიმ“ ნიკო გონსალესი 60 მილიონად შეიძინა

„მანჩესტერ სიტიმ“ „პორტუს“ ნახევარმცველი ნიკო გონსალესი შეიძინა.

23 წლის ესპანელმა ინგლისის ჩემპიონთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

„სიტის“ გონსალესის ტრანსფერი 60 მილიონი დაუჯდა – აქედან 24 მილიონს „ბარსელონა“ მიიღებს, რომელმაც ნიკო „პორტუში“ 8.4 მილიონ ევროდ გაყიდა.

ამ სეზონში ნიკომ პორტუგალიის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა

ასევე იხილეთ