top_leaderboard

ჟოაო ფელიქსი „მილანში“ გადავიდა

ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდი ჟოაო ფელიქსი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. პორტუგალიელი უკვე შეიყვანეს იტალიური გუნდის განაცხადში სერია A-ს გათამაშებისთვის.

პორტუგალიელი ფეხბურთელი „მილანში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ფელიქსმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ასევე იხილეთ