პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოსმენა მიმდინარეობს
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოსმენა მიმდინარეობს.
მიხეილ ყაველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საკითხებზე, რაც გასულ წელს მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებთან და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.
პარლამენტის წევრებს კი მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ. პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.