top_leaderboard

ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკ უოლცს შეხვდა, რათა „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შემდეგი ეტაპი განეხილათ. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

როგორც ისრაელის პრემიერის ოფისში აღნიშნავენ, შეხვედრა „პოზიტიური და მეგობრული“ იყო.

შეხვედრის შემდეგ, ისრაელი ამ შაბათ-კვირას კატარში საშუალო დონის გუნდის გასაგზავნად ემზადება, რათა განიხილონ შეთანხმების „გაგრძელებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

მედიის ცნობით, დღეს, 4 თებერვალს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ასევე იხილეთ