top_leaderboard

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ჯარმა შეიარაღებული პირი მოკლა, რომელმაც სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სოფელ თაიასირთან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მყოფ სამხედროებს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო ცეცხლით თავდამსხმელი მოკლეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ისრაელის სამხედროთა მხრიდან 8 ადამიანი დაიჭრა. აქედან ექვსს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის რამდენიმე რაიონში ისრაელელმა სამხედროებმა ჰაერში სროლა დაიწყეს, როდესაც მათ საეჭვო პირები მიუახლოვდნენ.

ასევე იხილეთ