top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: ყაველაშვილი დღევანდელ გამოსვლაში ცდილობდა, ხაზი გაესვა გაერთიანებისა და ურთიერთპატივისცემის საკითხებზე, ეს დამოკიდებულება პრეზიდენტს ყველაზე მეტად ხელეწიფება და ევალება

x

მიხეილ ყაველაშვილი დღევანდელ გამოსვლაში მაქსიმალურად ცდილობდა, ხაზი გაესვა გაერთიანებისა და ურთიერთპატივისცემის საკითხებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით,  საქართველოს პრეზიდენტს ეს დამოკიდებულება ყველაზე მეტად ხელეწიფება და ევალება კიდეც.

„შეიძლება, რამდენიმე მთავარი საკითხი გამოიყოს, რაც ყველაზე მეტად, ქართველისთვის, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის იყო ყურადღება მისაქცევი. ეს იყო გამაერთიანებელი მესიჯი ადამიანისა, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტია და მაქსიმალურად ცდილობდა, დღევანდელ გამოსვლაში ხაზი გაესვა ა არა მხოლოდ ადამიანების გაერთიანების, ურთიერთპატივისცემის, არამედ ქვეყნის გაერთიანების მთავარ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ის დამოკიდებულება, რაც საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მეტად ხელეწიფება, ევალება კიდევაც და მისი თანამდებობის რეალური თუ სიმბოლური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, რამდენიმე ისეთი საკითხიც იყო, რომელიც ასმაგად სასიამოვნოა, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი. მიხეილ ყაველაშვილს ამ საკითხზე უფრო სხვაზე მეტი ეთქმის. საუბარი როდესაც იყო ანტინარკოტიკულ კამპანიაზე, ესეც იყო აბსოლუტური პოზიტივი, რადგან ეს არის ის, რაც გვჭირდება. ადამიანი, რომელიც ამას აიღებს თავის თავზე და თუ ეს იქნება პრეზიდენტი, ერთიორად სასიამოვნო იქნება მისი მხრიდან ამის მოსმენა და კონკრეტული აქტოვობები, რომელსაც მომავალში ველოდებით. ჩვენ ბევრი გვისაუბრია მისი კანდიდატობის პერიოდშიც და მისი ეს დამოკიდებულება აქამდეც ვიცოდით. მაგალითად, ანტინარკოტიკულ კამპანიასთან დაკავშირებით მისი და ჩვენი საერთო დამოკიდებულებიდან გამომდინარეც, გვაქვს კონკრეტული აზრები, რომელიც შეიძლება, ძალიან მალე მოვიყვანოთ რეალიზებაში. ამის შედეგებს საზოგადოება იხილავს. ასეთი ინიციატივები ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება მხარდაჭერილი, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ პროექტებსა თუ ინიციატივებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ