უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ აქტიურად ჩართო ავიაცია პოკროვსკის მიმართულებით
3 თებერვალს, ფრონტზე 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა. პოკროვსკის მიმართულებით რუსები აქტიურად იყენებდნენ ბომბდამშენებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყება.
„გასული დღის განმავლობაში ავიაციამ, სარაკეტო ჯარებმა და თავდაცვის ძალების არტილერიამ დაარტყა პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ცხრა უბანს, ორ სამეთაურო პუნქტს, სამ საარტილერიო სისტემას და რუსი დამპყრობლების ორ სადგურს“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
მხოლოდ გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა კიდევ 1 270 ოკუპანტი გაანადგურეს. ასევე, განადგურდა:
✔️ 18 ტანკი
✔️ 24 ჯავშანტექნიკა
✔️ 66 საარტილერიო სისტემა