top_leaderboard

საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად გრენლანდიაში უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვას გეგმავენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. შესაბამისი შინაარსის კანონპროექტს პარლამენტში უკვე განიხილავენ. როგორც მედიაში იუწყებიან, კანონპროექტს დიდი ალბათობით მიიღებენ. კანონი კი ძალაში მისი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიღებისთანავე შევა. უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდიის შტატებთან მიერთება სურს, ამისთვის კი პრეზიდენტმა ტარიფები და სამხედრო ჩარევაც არ გამორიცხა. სწორედ ამიტომ გრენლანდიაში უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არჩევნებში შესაძლო საგარეო ჩარევის თავიდან ასარიდებლად სურთ. საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 6 აპრილამდე უნდა გაიმართოს

საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად გრენლანდიაში უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვას გეგმავენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შესაბამისი შინაარსის კანონპროექტს პარლამენტში უკვე განიხილავენ. როგორც მედიაში იუწყებიან, კანონპროექტს დიდი ალბათობით მიიღებენ. კანონი კი ძალაში მისი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიღებისთანავე შევა.

უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდიის შტატებთან მიერთება სურს, ამისთვის კი პრეზიდენტმა ტარიფები და სამხედრო ჩარევაც არ გამორიცხა.

სწორედ ამიტომ გრენლანდიაში უცხოური პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არჩევნებში შესაძლო საგარეო ჩარევის თავიდან ასარიდებლად სურთ. საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 6 აპრილამდე უნდა გაიმართოს.

ასევე იხილეთ