top_leaderboard

დიმიტრი პესკოვმა „კომერციული შეთავაზება“ უწოდა ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის დახმარება მისი იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ გააგრძელოს

კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი კომერციულ შეთავაზებას უწოდებს დონალდ ტრამპის განცხადებას, უკრაინის დახმარება მისი იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ გააგრძელოს.

როგორც დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, აშშ-ის მხრიდან ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება.

საკითხს თავის სახელს თუ ვუწოდებთ, ალბათ ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება. ანუ, არა უსასყიდლო ან სხვა საფუძველზე მისი გაგრძელების, არამედ ზუსტად კომერციულ საფუძველზე მისი უზრუნველყოფის შეთავაზება“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ უმჯობესია, ვაშინგტონი საერთოდ არ დაეხმაროს კიევს და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას. პესკოვის თქმით, ამის მიუხედვად, აშშ განაგრძობს კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას და ამის შეჩერების შესახებ არავის განუცხადებია.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს შეთანხმება უკრაინასთან, რომლის თანახმად, უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაგრძელდება.

ასევე იხილეთ